www.example.com
Sports

კვიპროსი ურბანულ განახლებასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე აკეთებს ფსონს - პროექტის ღირებულება 18 მილიონი ევროა

commersant.ge
26 April 2026, 12:15 PM
კვიპროსი ურბანულ განახლებასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე აკეთებს ფსონს - პროექტის ღირებულება 18 მილიონი ევროა
www.example.com
კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიის ძველი ქალაქის ნაწილი სტუდენტურ სივრცედ გარდაიქმნება. ადგილობრივი ხელისუფლება და უნივერსიტეტები გეგმავენ, რომ ისტორიულ უბანში მეტი ახალგაზრდა მიიზიდონ, რათა ტერიტორია გაცოცხლდეს და ეკონომიკური აქტივობა გაიზარდოს. პროექტის ფარგლებში ძველი შენობები გარემონტდება და საცხოვრებელ, საგანმანათლებლო თუ კულტურულ სივრცეებად გადაკეთდება. იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ სტუდენტების ჩასვლა ისტორიულ ცენტრს ახალ სიცოცხლეს შესძენს, რადგან გაიზრდება კაფეების, მაღაზიების, მომსახურებისა და სხვადასხვა მცირე ბიზნესის დატვირთვა. ნიქოზიის ძველი ქალაქი ბოლო წლებში მოსახლეობის გადინებისა და ეკონომიკური აქტივობის შემცირების პრობლემას აწყდებოდა. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ტერიტორიის აღდგენა ახალგაზრდების ჩართულობით მოხდეს. პროექტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ურბანული განახლებაა, არამედ განათლებისა და ეკონომიკის დაკავშირების კარგი მაგალითიცაა. მათი შეფასებით, სტუდენტური უბანი მომავალში ტურიზმის ზრდასაც შეუწყობს ხელს. ნიქოზიის შიდა ქალაქის რეგენერაციისა და გამოცოცხლების საერთო პროგრამა — 18 მილიონი ევრო (დღგ-ს გარეშე). 7 მილიონი ევრო — მუნიციპალიტეტის მიერ შენობების შეძენა/რეაბილიტაცია სტუდენტურ საცხოვრებლებად გადასაკეთებლად 11 მილიონი ევრო — გრანტები კერძო შენობების სტუდენტურ საცხოვრებლად გადაკეთებისთვის კონკრეტული საცხოვრებელი პროექტები: მუნიციპალური საცხოვრებლების ორი ძირითადი პროექტი ჯამში 5.486 მილიონი ევრო + დღგ ერთ-ერთი 50-ოთახიანი პროექტი — 3.821 მილიონი ევრო მეორე 20-ოთახიანი პროექტი — 1.665 მილიონი ევრო Cyprus Mailhttps://cyprus-mail.com/2025/11/04/nicosia-student-residences-completed-with-eu-funds-e568-million-received-so-far In-Cyprus / Philenewshttps://in-cyprus.philenews.com/insider/old-nicosia-student-housing-project-slashed-by-half
www.example.com